ექიმების თქმით, ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აბიდალი საავადმყოფოში აპრილის დასაწყისიდან იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ფრანგ მცველს ღვიძლიდან სიმსივნე მოაცილეს.
მომზადებულია France Football-ის მიხედვით