ჯანფრანკო ძოლა: ჩემი მწვრთნელებიდან ხოსეპ გვარდიოლას ვერავის შევადარებ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ, რომელიც "ნაპოლისა" და "ჩელსიში" თამაშობდა, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელით, ხოსეპ გვარდიოლათი აღტაცება გამოხატა.

ძოლამ გარკვეული პარალელები გაავლო და გვარდიოლა სხვა სპეციალისტებს შეადარა, რომლებთანაც უმუშავია.

"ვერავის ვხედავ, ვისი გვარდიოლასთან შედარებაც შესაძლებელი იქნებოდა. არიგო საკისაც კი… ის დაცვას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა. გვარდიოლა კი აქცენტს ბურთით თამაშსა და მის კონტროლზე აკეთებს.

ბიგონი, რანიერი, ბიანკი - ყველა ეს სპეციალისტი ფსონს კონტრშეტევებზე აკეთებდა. "ბარსა" კი თავს ბურთის კონტროლის და მეტოქის ნახევარზე სწრაფი პრესინგის ხარჯზე იცავს. ისინი მეტოქეს შეტევის მოსამზადებლად
დროს არ უტოვებენ. ასე რომ, ამჟამინდელი "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია", - აღნიშნა ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ თავის თანამდებობას დატოვებს და კატალონიელებს სათავეში მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა ჩაუდგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული