ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალი" ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის კლუბს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უწოდა.

"სამეფო კლუბმა"ესპანეთის ჩემპიონატის 38-ე ტურში "სანტიაგო ბერნაბეუს" საშინაო არენზე "მალიორკა" 4:1 გაანადგურა და პრიმერადივიზიონის ისტორიაში ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც სეზონში 100 ქულა მოაგროვა.

შეხვედრაში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ მე-19 წუთზე გახსნა. პირველივე ტაიმში ქარიმ ბენზემამ (23) "რეალის" უპირატესობა გააორმაგა. მეორე ნახევარში მესუთ იოზილმა (49, 58) ორჯერ და "მალიორკას" ნახევარმცველმა ჩორი კასტრომ (52) გაიტანეს.

"ამ ჯადოსნური საღამოსთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. როგორც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი, "რეალი" ყველა შესაძლო ტიტულის
მოგებას ცდილობს. ეს გუნდი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთადერთი, რომელმაც სეზონის განმავლობაში 100 ქულის მოპოვება შეძლო. ეს შესაძლებლად სწორედ ჩემმა ფეხბურთელებმა აქციეს".

პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდეგ გუნდის წინაშე მუხლებზე დადგა. ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოურინიოსთვის კარიერის მანძილზე მეცხრამეტეა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
gocha

ვაი-სპეციალისტიო?!:D ანტი-ფეხბურთიო?!:D ჭეშმარიტი გულშემატკივარიო?!:D ძმურად რა მოწიე ასეთი ჩვენც გვითხარი...:D
0
38 თამაშში 121 გოლი გაიტანეს, მეტი რაღა უნდა ექნათ? ვინც იმას იტყვის რეალი უკომბინაციო, გაუაზრებელ, ულამაზო ფეხბურთს თამაშობდა მთელი სეზონიო ფეხბურთის გაგებაში არ არის. კაცმა 4 ჩემპიონატში იპირველა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო :)
0

სიახლეები პოპულარული