ოქროს ბუცი ლიონელ მესის ეკუთვნის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის ტიტულებს კიდევ ერთი დაემატა.

მესი 2011-12 წლების სეზონში ევროპული ჩემპიონატების დიდი ხუთეულის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 50 გოლი გაიტანა, რაც 4 გოლით მეტია, ვიდრე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო და მესამე გახდა, ხოლო მეოთხე პოზიცია გელზენკირხენის "შალკეს" ფორვარდმა კლას-იან ჰუნტელაარმა დაიკავა, რომლის ანგარიშზე 29 ბურთია.

მეხუთეზე კი "მილანის" შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გავიდა, რომელმაც 28 გოლი გაიტანა.

მომზადებულია
Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული