ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ ვილანოვა "ბლაუგრანას" თავკაც პეპ გვარდიოლას შეცვლის.
"ვილანოვას გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა პანიკით არის გამოწვეული. ეს ნიშანდობლივია თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას გვარდიოლას გუნდში დასარჩენად არაფერი გაუკეთებია.
მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ხალხის უარყოფითი რეაქცია აეცილებინათ. ამ ნაბიჯით თამაშის მოდელის შენარჩუნებას გეგმავენ. ისიც ძალიან უცნაურია, რომ ეს გადაყწვეტილება გვარდიოლას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადებისთანავე გახმაურდა", - განაცხადა ლაპორტამ.