გადაწყდა, რომ პრიმერადივიზიონი სტარტს 18-19 აგვისტოს აიღებს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე შარშან. წესით, გასულ წელსაც ამ დროს (20 აგვისტოს) უნდა დაწყებულიყო სეზონი, მაგრამ გაფიცვის გამო სტარტი გადაიდო.
პირველი ტურის შემდეგ პაუზა იქნება, რადგან ესპანეთის სუპერთასის მატჩი გაიმართება "რეალს", "ბილბაოსა" და "ბარსელონას" თასის ფინალურ მატჩში გამარჯვებულს შორის. სუპერთასის პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს, საპასუხო კი 30 აგვისტოს გაიმართება.
სეზონის ადრიანად დაწყება ესპანეთის ნაკრების თავკაცის, ვისენტე
და იცით, ვის ხვდება ესპანეთის ნაკრები პირველად? 11 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ და ესპანეთი ერთად მუნდიალის I საკვალიფიკაციო ჯგუფში მოვხვდით. თბილისური დაპირისპირება თემურ ქეცბაიას ნაკრებისათვის მეორე ტურის მატჩი იქნება, რადგან მანამდე, 7-ში, ბელარუსს ვმასპინძლობთ.
სეზონი გაისად, 19 მაისს დასრულდება, "კოპა დელ რეის" ფინალი კი 8 მაისისთვისაა ნავარაუდევი. მოკლედ, დელ ბოსკეს სურს, რომ ქართველებთან დაპირისპირებამდე ესპანეთში მოთამაშე "ლა როხას" ფეხბურთელებს ორი ტური მაინც ჰქონდეთ გამართული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"