პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახალი ფეხბურთელების შეძენას თავს ვერ აარიდებენ.
"ახალ სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში იბრძოლებს. ამიტომ ახალ მოთამაშეებს შევიძენთ. ამას გარდა, საკლუბო ინფრასტრუქტურაც უნდა გავაუმჯობესოთ.
ამასთან დაკავშირებით, გუნდის ფინანსური სტაბილურობის გამო "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უნდა შევაქოთ. ევროპის დღევანდელი რთული რეალიების გათვალისწინებით, ასეთი მდგომარეობა ბევრს ნიშნავს", - განაცხადა მოურინიომ.