ბოიან კრკიჩი: სამი წელი ბარსაში

AutoSharing Option
2007 წლის 16 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ბარსელონას" და "ოსასუნას" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, თუმცა აღსანიშნავი სულ სხვა არის – იმ შეხვედრაში ბოიან კრკიჩის დებიუტი შედგა. მიუხედავად მატჩის შედეგით იმედგაცრუებისა, ბოიანი იმ დღეს მაინც სითბოთი იხსენებს – იმხანად ის მხოლოდ 17 წლის და 18 დღის იყო, მაგრამ "ბარსას" იმდროინდელმა დამრიგებელმა ფრანკ რაიკარდმა ნორჩ ფორვარდს სუპერვარსკვლავებით გატენილ გუნდში თავის გამოჩენის შანსი მაინც მისცა.

რაიკარდის მერე გუნდს სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, ვისი ხელმძღვანელობითაც სერბულ-კატალონიური წარმოშობის თავდამსხმელი თანდათანობით ნამდვილ ოსტატად ყალიბდება.

"ამ სამ
წელიწადში" ბევრი რამ ვისწავლე, - ამბობს ბოიანი, - ჩემთვის ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესი იყო".

მიმდინარე სეზონის სტარტზე ბოიანს განკარგულებაში "ცხრანომრიანი" მაისური გადაეცა, რომელიც ადრე ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა. თანაც, შვედის წასვლამ კრკიჩს სათამაშო დრო გაუზარდა. ჯერჯერობით 20 წლის ფეხბურთელმა თავისი გუნდის ყველა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი წინათგრძნობა მაქვს, მწვრთნელს კი თვალდახუჭული ვენდობი, - ასე აფასებს თავის დღევანდელ მდგომარეობას კრკიჩი, - მთლიანად გუნდიც კარგ ფორმაშია. როცა ამ გუნდმა ყველაფერი მოიგო, ეს იყო ყოველი ჩვენთაგანის წვლილის შეჯამება. ახლაც ყველაფრის მოსაგებად ვიბრძვით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული