მადრიდის "რეალი" კაკას 25 მილიონ ევროდ აფასებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაკას იმედი აღარ აქვს.

შეგახსენებთ, რომ კაკა "სამეფო კლუბში" "მილანიდან" 2009 წელს გადავიდა. მადრიდელებმა მასში 67 მილიონი ევრო გადაიხადეს, თავად კაკა კი წელიწადში ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს იღებს.

AS-ის ცნობით, "რეალი" კაკას 25 მილიონ ევროდ აფასებს.

"იყო მატჩები, როცა კაკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, მაგრამ იყო ისეთებიც, სადაც მეც და თავად ფეხბურთელიც უკმაყოფილოები დავრჩით", - თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული