"ბარსელონამ" 2012/13 წლების სეზონისთვის ფორმები ააჭრელა

AutoSharing Option
22 მაისს "ბარსელონამ" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2012/13 წლების სეზონის საშინაო და საგარეო ფორმები წარადგინა.

განსაკუთრებით გამორჩეულია საგარეო ფორმა. ის ერთობ "ფერადია" (ყვითელი ფორთოხლისფერში გადადის). ამბობენ, ეს გუნდის სათამაშო სტილს უსვამს ხაზსო.

საშინაო ფორმის დიზაინი, შემქმნელების აზრით, კლუბის პოლიტიკის (რომელიც აკადემიაში აღზრდილ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს) მეტაფორაა. "ყატარ ფაუნდეიშნ" ისევ მაისურების წინა მხარეს აწერია, "იუნისეფი" - ზურგზე, ნომრების ქვემოთ.

"ნაიკის" ახალ ფორმას რაც ახასიათებს და რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია, დაიკარგა ვერტიკალური ზოლები.

ლურჯსა და ბროწეულისფერს შორის საზღვარი არ არის მკვეთრი
(სწორედ ამას მიიჩნევენ აკადემიის ფეხბურთელების დიდ გუნდში იოლად შერწყმის სიმბოლოდ).

ბარსელონა აჭრელდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული