Goal.com: ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა

AutoSharing Option
ავსტრიაში გაფრენის წინ ესპანურ მედიას ეროვნული გუნდის 3 წევრი წარუდგა: რაულ ალბიოლი (რეალი), ბენატ ეჩებარია (ბეტისი) და ხავი გარსია (ბენფიკა).

ალბიოლის გარდა, ორი "ფურია როხას" დებიუტანტია და არც ალბიოლი მიიჩნევა ეროვნული გუნდის ძირითად ფეხბურთელად.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ავსტრიაში გასამართი ორი ამხანაგური მატჩი თქვენი შანსია, დელ ბოსკეს თავი მოაწონოთ და ევრო 2012-ის საბოლოო განაცხადში მოხვდეთ?
ალბიოლი
: ჩვენ ყველანი ძალიან გახარებულები ვართ და ენთუზიაზმით აღსავსე. ნაკრებში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. თითოეული ჩვენგანი შეიძლება მოხვდეს საბოლოო სიაში.

ხავი გარსია
: სეზონის
ბრწყინვალე დასასრულია. მე ამბიციური ვარ და ორი თამაში მაქვს თავის გამოჩენისთვის.

ბენატი: ჩემთვის ახლა აქ ყოფნაც დიდი პრიზია, რომელიც კარგი თამაშისთვის დავიმსახურე.

- უფრო იოლია, წარმატებას სხვა კლუბში მიაღწიო, თუ "რეალში" ძირითადისთვის ბრძოლა სჯობს და რამდენად ძნელია ლეგიონერობა?
(კითხვა მხოლოდ ხავი გარსიას ეხებოდა)
ხავი გარსია: "რეალში" დამკვიდრება ძალიან ძნელია. მე ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც დავბრუნდები და პირველ გუნდში ვითამაშებ. "ბენფიკაში" თამაში რთული არაა, ეს სხვა პლანეტა კი არაა. "ბენფიკა" დაახლოებით ესპანური გუნდების სტილში თამაშობს".

- რა გითხრათ დელ ბოსკემ?
ალბიოლი
: დელ ბოსკე კარგახანს გვესაუბრა და ყველას აგვიხსნა, რა უნდა ვაკეთოთ უახლოესი დღეების განმავლობაში.

ხავი გარსია: ნაკრებში ისეთი სიტუაციაა შექმნილი მწვრთნელების მიერ, რომ რაც შეიძლება, მეტად ინდომებ და შრომობ ვარჯიშებზე.

მოურინიო საუკეთესოა
22 მაისს, Goal.com-ის მკითხველთა ვერსიით, ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა შემოგთავაზეთ (ლიონელ მესი). დღეს საუკეთესო მწვრთნელის ჯერია - ამ შემთხვევაში გამარჯვებულმა კონკურენტი დიდი უპირატესობით დაამარცხა.

"რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ხმების 65,60% მოაგროვა. მეორე ადგილზე ხოსეპ გვარდიოლა გავიდა 21,32%-ით. მესამეზეა "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე - 6,27. შემდეგ მოდიან: ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე) - 5,63% და მანოლო ხიმენესი (სარაგოსა) - 1,19%.

ვან დერ ვილი რეალისთვის მზადაა
ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებს 24 წლის ჰოლანდიელი მცველის აგენტი ჰაკიმ სლიმანი. შეგახსენებთ, რომ ესპანური მედია სულ უფრო ხშირად წერს, თითქოს "რეალი" "აიაქსის" მცველით, გრეგორი ვან დერ ვილით დაინტერესდა, რომელიც შარშან კინაღამ "ვალენსიაში" გადავიდა.

ყველაფერი კი ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ გაირკვევა. "რეალის" და "ვალენსიას" გარდა, ვან დერ ვილი კიდევ 8 ევროპულ კლუბს სურსო, ამბობს სლიმანი.

სევილია ექვსს იყიდის
"სევილიაში" კვლავ მწვრთნელის პოსტზე დამტკიცებულმა მიჩელმა სატრანსფერო საკითხების მოგვარებაზე დაიწყო ზრუნვა. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გუნდს 6 ახალი მოთამაშე ესაჭიროება: მეკარე, ორი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი და ორი ნახევარმცველი.

შეგახსენებთ, რომ "სევილია" მეცხრე ადგილზე და ევროთასების საგზურის გარეშე დარჩა.

ერთ-ერთი ახალწვეული უეჭველი ჩილელი ბრაიან რობელიოა. "კოლო-კოლოს" 17 წლის ნახევარმცველი ცალი ფეხით "სევილიაშია". ბრუნდება "კორდობაში" განათხოვრებული ხავი ერვასიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული