2009 წლის იანვარში ის საუკეთესო სპორტულ მენეჯერადაც დაასახელეს. ვალენსიის მხარის 50-ათასიანი პატარა ქალაქის შესახებ ყველამ შეიტყო, "ელ მადრიგალი" კი ერთ-ერთი ცნობილი არენა გახდა.
2008 წელს კლუბი მეორე ადგილზე გავიდა და 10 ქულით გაასწრო მესამე ადგილზე გასულ "ბარსელონას"! მანამდე, 2006 წელს "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააჩერეს - ჯგუფში ამ გუნდმა
"ბენფიკას", "ლილს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა. შემდეგ კი "რეინჯერსი" და "ინტერი" გააგდო.
ნახევარფინალში "არსენალმა" 180 წუთში ერთადერთი
"ყვითელი წყალქვეშა ნავი" იყო უეფას თასის (2004 წ) და შემდეგ მისი მემკვიდრე ევროპალიგის (2011) ნახევარფინალებში, ორჯერ მოიგო ინტერტოტოს თასი (2003, 2004)...
ახლა კი როიგის იმპერია გავარდა და შესაძლოა, ვეღარც შეძლოს დიდების დაბრუნება. მაგრამ როიგი არ კარგავს ოპტიმიზმს: "გავარდნა შესაძლოა დაგვეხმაროს რეორგანიზაციაში და ძალების მოკრებაში", - ამბობს ის.
დაქვეითება ციფრებში
* 0 ევრო - დიახ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ელიტიდან გავარდა, მას ერთი ევროც კი არ აქვს ვალი. შედარებისთვის, "სარაგოსას", რომელიც გადარჩა - 80 მილიონი ევრო ჰმართებს.
* 5 მლნ. - "ვილიარეალის" ვალი აქეთ აქვთ - "მალაგას" 5 მილიონი დარჩა გადასახდელი სანტი კასორლას ტრანსფერისთვის.
* 7 მლნ. - ეს კომპენსაცია მიიღო "დეპორტივომ" შარშანდელი გავარდნისთვის. "ვილიარეალმა" ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ამიტომაც ევროსაც ვერ მიიღებს.
* 25 მლნ - ეს "ვილიარეალის" წლიური სახელფასო ფონდია.
* 33 მლნ - ამდენი მიიღო კლუბმა ამ სეზონში სატელევიზიო ხელშეკრულებით. გაისად, კლუბს ზუსტად ამის მეათედი ელის.
* 76 მლნ - "ვილიარეალის" ბიუჯეტი 2011/12 წლების სეზონში. მომავალ სეზონში ზუსტად ამის მეხუთედი იქნება.
ოსვალდო რეალში?
26 წლის ნატურალიზებული იტალიელის, პაბლო ოსვალდოს შეძენა რამდენიმე ტოპკლუბს სურს, მათ შორის - "რეალს". ესპანელები "რომას" 10 მილიონ ევროს სთავაზობენ წარმოშობით არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ.
ამასთან, "რომა" საბოლოოდ დაიკანონებს ფერნანდო გაგოს, რომელზეც უფლებები ისევ შერჩა "რეალს". ოსვალდოს 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი "რომასთან", სადაც ის "ესპანიოლიდან" გადავიდა. 27 მატჩში ჩემპიონატში მან 13 გოლი გაიტანა.
ხურადო და ემრე ატლეტიკოში?
გერმანული პრესა ამტკიცებს, რომ დიეგო სიმეონეს სურს, "ატლეტიკოში" ხოსე მანუელ ხურადო დააბრუნოს. "შალკეში" ხურადოს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.
"ატლეტიკომ" უკვე შესთავაზა გერმანულ კლუბს 5 მილიონი ევრო ხურადოს გამოსასყიდად, მაგრამ ცივი უარი მიიღო.
ამბობენ, რომ "ატლეტიკოში", შესაძლოა, თურქული "ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველი ემრე ბელოზოგლუ გადავიდეს. 32 წლის ვეტერანი თავისუფალი აგენტია და მადრიდელები მასში ევროსაც არ დახარჯავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"