ფერნანდო ტორესი: ევროპის ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი

AutoSharing Option
ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა აღიარა, რომ ევრო 2012-ისთვის ნაკრების  განაცხადში მოხვედრას არ იმედოვნებდა.

"ჩემი სახელის სიაში დანახვას არ ველოდი, ამიტომ ეს მიწვევა დიდი სიხარულით მივიღე.

ჩვენ ფავორიტები ვართ იმიტომ, რომ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ვართ. თუმცა სანამ ამას საფეხბურთო მოედანზე არ დავამტკიცებთ, სტატუსი არაფერს ნიშნავს.

საბრძოლო კი კვლავინდებურად გვაქვს. თუ ჩემპიონები კიდევ ერთხელ გავხდებით, ისტორიაში შევალთ. მსგავსი ჰეთთრიქი ჯერ კიდევ არავის შეუსრულებია.

ვილია? ძალიან სამწუხაროა, რომ მან დროულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. ყველაფერი, რაც შემიძლია, ისაა, რომ მის მიმართ მხარ
დაჭერა და მისი ნიჭით აღტაცება გამოვხატო.

დავიდი ევროპის ჩემპიონატზე წასვლას ყველაზე მეტად იმსახურებდა. გუნდის წარმატებებში მისი წვლილი შეუფასებელია.

იგივე შემიძლია ვთქვა კარლეს პუიოლის შესახებაც. მათი არყოფნა ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკარგია", - განაცხადა ტორესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული