ესპანეთის სამეფო თასი "ბარსელონასია"!

AutoSharing Option
ვიდეო
სამეფო თასი. ფინალი
ბილბაო-ბარსელონა 0:3
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - ხ. მარტინესი, დე მარკოსი (46. პერესი) - სუსაეტა (46. ანდერი), მუნიაინი, ი. გომესი - ფ. ლორენტე (73. ტოკერო).
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, მასკერანო, პიკე, ადრიანო - ჩავი (79. ფაბრეგასი), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (71. კეიტა), მესი, პედრო (86. ტ. ალკანტარა).
გოლები: 0:1 პედრო (3), 0:2 მესი (20), 0:3 პედრო (24)
გაფრთხილება: სუსაეტა, ირაოლა - ჩავი, ინიესტა
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 19-9; კარში დარტყმა: 2-10; ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 35 000

ესპანეთის ჰიმნს რა თქმა უნდა უსტვინეს, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა კი შესანიშნავი გაცილება მოუწყვეს ხოსეპ გვარდიოლას, რომელმაც ბარსელონური კარიერა მე-14 ტიტულით დაასრულა.

ზუსტად 3 წლის წინათ, გვარდიოლამ გუნდს პირველი ტიტული მოუპოვა, როცა თასის ფინალში "ბილბაო" 4:1 დაამარცხა.

გოლები ახლაც უხვად გავიდა გორკა ირაისოსის კარში - უკვე პირველ 25 წუთში ყველაფერი გარკვეული იყო, პედრომ დუბლი შეასრულა, ინიესტას პასით კი მესიმ გაიტანა.

თამაშის წინ მესი ამბობდა, რომ გვარდიოლა ტრიუმფით გაცილებას იმსახურებდა და ასეც მოხდა. "ბარსელონამ" ესპანეთის თასი 26-ედ მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული