"ჯერ ერთი, ამიერიდან აბონემენტის მფლობელს უფლება აქვს, საშვი ერთი თამაშით სხვა პირს ათხოვოს. მეორეც, აბონემენტების მეპატრონეებისგან ადგილის გამოსყიდვის პრაქტიკაც დავნერგეთ, რათა კონკრეტულ მატჩზე აუთვისებელ ადგილზე ჩვეულებრივ ადამიანს ბილეთის ყიდვის საშუალება მიეცეს.
17:00 20-09-2010
რეალის სამენეჯმენტო მიგნება
AutoSharing Option
2009/10 წლების საფეხბურთო სეზონის მსვლელობისას, სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუზე" საექსკურსიო ტურებმა მადრიდის "რეალის" ხაზინა 12 მილიონი ევროთი შეავსო. "სპორტის სათამაშო სახეობების მენეჯმენტის" ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე "სამეფო კლუბის" სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ივან ბრავომ თქვა, რომ გასულ სეზონში "რეალმა" სეზონური აბონემენტების გამოყენების წესები შეცვალა, რამაც 8 მილიონის ოდენობის დამატებითი შემოსავალი შექმნა.
"ჯერ ერთი, ამიერიდან აბონემენტის მფლობელს უფლება აქვს, საშვი ერთი თამაშით სხვა პირს ათხოვოს. მეორეც, აბონემენტების მეპატრონეებისგან ადგილის გამოსყიდვის პრაქტიკაც დავნერგეთ, რათა კონკრეტულ მატჩზე აუთვისებელ ადგილზე ჩვეულებრივ ადამიანს ბილეთის ყიდვის საშუალება მიეცეს.
თუკი გულშემატკივარი წინასწარ შეიტყობს, რომ თამაშზე დასწრებას ვერ მოახერხებს, ის გვიკავშირდება და მის კუთვნილ სეზონურ ადგილზე ბილეთი თავისუფალ გაყიდვაში გავა, ხოლო აბონემენტის მეპატრონე კომპენსაციის სახით ბილეთის ღირებულების 50 პროცენტს მიიღებს. რაღა თქმა უნდა, ნაღდ ფულს კი არ ვაბრუნებთ – კომპენსირებული თანხა მომავალი სეზონის აბონემენტზე ფასდაკლებაში აკუმულირდება. ამასთან, ჯამური ფასდაკლების მაქსიმალური ზღვარი აბონემენტის ღირებულების 25 პროცენტს არ უნდა აღემატოს", - აღნიშნა ივან ბრავომ.
"ჯერ ერთი, ამიერიდან აბონემენტის მფლობელს უფლება აქვს, საშვი ერთი თამაშით სხვა პირს ათხოვოს. მეორეც, აბონემენტების მეპატრონეებისგან ადგილის გამოსყიდვის პრაქტიკაც დავნერგეთ, რათა კონკრეტულ მატჩზე აუთვისებელ ადგილზე ჩვეულებრივ ადამიანს ბილეთის ყიდვის საშუალება მიეცეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული