კიჭა-რონალდინიუ 2014-ზე ფიქრობს

AutoSharing Option
"მილანის" პლეიმეიკერ რონალდინიუს ჯერაც ვერ მოუნელებია სამხრეთ აფრიკის მუნდიალის გამოტოვება, თუმცა ბრაზილიელი ვირტუოზი აცხადებს, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა მომდევნო, 2014 წელს ბრაზილიაში გასამრთ მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

"გასული სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩავატარე და სამსოფლიოჩემპიონატო განაცხადში მოხვედრის პრეტენზიაც ამიტომ მქონდა. დიდი იმედგაცრუება დამეუფლა, როცა შევიტყვე, რომ კარლოს დუნგამ სხვა ფეხბურთელი მამჯობინა. ამის გამო სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ერთი თამაშიც არ მინახავს, - იხსენებს "რონი", - თუმცა, ძველი წყენა თანდათანობით ქრება და ცხოვრებაც გრძელდება. ახალი მიზანი მაქვს -
კიდევ რამდენიმე სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატარო, რათა ჩემს სამშობლოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო. 34 წლის ვიქნები, თუმცა მჯერა, რომ კონდიციების შენარჩუნების შემთხვევაში, ნაკრების განაცხადში მოხვედრას შევძლებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული