ვისენტე დელ ბოსკე: ალვარო ნეგრედო გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ავირჩიე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის ჩემპიონატის წინ შემადგენლობის არჩევისას მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება ახსნა.

დელ ბოსკემ ნაკრებში რატომღაც ალვარო ნეგრედო აიყვანა და არა რობერტო სოლდადო.

"ნეგრედო სიაში, უბრალოდ, იმიტომ არ მოხვედრილა, რომ ცაციაა. უბრალოდ, მისი თამაშის სტილი გუნდისთვის უფრო სასარგებლოა.

სოლდადო თამაშგარეს ზღვარზე თამაშობს, სისწრაფეს იყენებს. მისი სტილი ფერნანდო ტორესის სათამაშო მანერას წააგავს. ნეგრედო კი გუნდურ მოქმედებებში და "მეორე სართულზე" თამაშში უფრო მონაწილეობს.

ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გუნდის ინტერესებით ვხელმძღვანელობდით. შესაძლოა, შევცდით კიდეც", - თქვა დელ ბოსკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული