დიდიე დროგბა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს გუნდში დიდიე დროგბას ხილვა სურს, რომელთან ერთად ლონდონის "ჩელსიში" მუშაობის დროს რამდენიმე ტიტული მოიგო.

34 წლის ფორვარდმა, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებთან ორწლიანი კონტრაქტის პირობები განიხილა.

მოურინიოს, რომელიც დროგბას "ჩელსიში" 2004 წელს გადასვლის მთავარი ინიციატორი იყო, კოტდივუარელი ფორვარდის გადაბირება ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში სურდა, თუმცა მაშინ მხარეები ტრანსფერის თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ ფინალური მატჩის ერთ-ერთი გმირისადმი ინტერესი ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და რუსეთის კლუბებს გაუჩნდათ.

ჩინურმა "შანჰაი
შენჰუამ" დროგბას ყველაზე მიმზიდველი წინადადება გაუკეთა, რასაც დროგბა, სავარაუდოდ, დათანხმდება. თუმცა ინგლისური პრესის ინფორმაციით, ჩინური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკოლა ანელკას ნაცვლად სერხიო ბატისტას დანიშვნა დროგბას ჩინეთში გამგზავრებას გადააფიქრებინებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხ
ედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული