კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ტიტო ვილანოვასთან, რომელმაც 2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა შეცვალა, მოლაპარაკებები დაიწყო.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელებმა ვილანოვას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.
"ბლაუგრანას" ახალი მთავარი მწვრთნელის ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში მოხდება.