ფაბიო კაპელო: თუ ტიტო ვილანოვა მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, ესე იგი, იციან, რომ ის "ბარსელონას" გამოადგება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ "ბარსელონას" მიერ ახალ მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვას არჩევაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვამ კატალონიური კლუბის სათავეში ხოსეპ გვარდიოლა შეცვალა, რომლის თანაშემწეც ბოლო წლების განმავლობაში თავად იყო.

"თუ ფსონი ვილანოვაზე გააკეთეს, ესე იგი, იციან, რომ ის "ბარსელონას" გამოადგება. ისინი ხომ მის შესაძლებლობებს იცნობენ.

თავის დროზე მე მეორე მწვრთნელი ვიყავი, მთავარი მწვრთნელი კი შემდეგ გავხდი და ამის გამო ცუდი არაფერი მომხდარა", - განაცხადა კაპელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული