აგრეთვე გაირკვა ლა ლიგის ბოლო, მე-3 საგზურის მოცილე 4 გუნდიც, რომლებიც პლეი ოფში ჩაერთვებიან.
ელიტასთან ხუთწლიანი განშორების შემდეგ ვიგოს "სელტა" ბრუნდება. გამოდის, რომ სეგუნდაში პირველი-მეორე ადგილი გალისიურმა კლუბებმა დაიკავეს.
ბოლო ტურში "სელტა" 0:0 დაუზავდა "კორდობას", "დეპორტივოს" პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. "ბალაიდოსზე" უცნაური სიტუაცია იყო - "კორდობას" ფრეც ჰყოფნიდა მე-6 ადგილის (ანუ პლეი ოფის საგზურის) მოსაპოვებლად, ხოლო "სელტას" ქულა ჰყოფნიდა ელიტაში
პლეი ოფში ითამაშებენ: "ვალიადოლიდი", "ალკორკონი", "ერკულესი" და "კორდობა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"