გასული სეზონი არგენტინელმა ფეხბურთელმა "რომაში" გაატარა, სადაც იჯარის წესით იმყოფებოდა. თუმცა იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ რომაელებმა ფეხბურთელის ტრანსფერი აღარ გამოისყიდეს, რომლის ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, გუნდში გაგოს ადგილს ვერ ხედავს ჟოზე მოურინიო. ამიტომ "სამეფო კლუბი" გაგოს გაყიდვას შეეცდება.
მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით