ლიონელ მესი: იმედია, ტიტო ვილანოვა "ბარსელონაში" არაერთ წელიწადს იმუშავებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტიტო ვილანოვას დანიშვნით კმაყოფილება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა "ბლაუგრანას" ყოფილი თავკაცის, პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო.

მესიმ ამავე დროს გვარდიოლას როლიც აღნიშნა.

"გვარდიოლას წყალობით ძალიან განვვითარდი. ეს, პირველ რიგში, ტაქტიკას ეხება. მისგან ის გავიგე, რაც არასდროს მსმენია. იგივე ეხება ვილანოვასაც, მაგრამ ის გვარდიოლასგან საკმაოდ განსხვავდება. იმედია, ის ამ თანამდებობაზე დიდხანს იმუშავებს", - თქვა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული