წუხელ ჟოზე მოურინიოს "რეალმა" დიდი ანგარიშით მოუგო "ესპანიოლს" და 10 ქულით სათავეში ჩაუდგა პრიმერა დივიზიონს. კატალონიური კლუბის რბევა 28-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ დაიწყო, რომელმაც საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. გოლის გატანისთანავე, პორტუგალიელმა ცერა თითით საწოვარას იმიტაცია გააკეთა - ამით მან პირველი გოლი უძღვნა შვილს, რონალდო ჯუნიორს, რომელიც მუნდიალის შემდეგ დაიბადა. პორტუგალიელმა სეზონის პირველი გოლი შაბათს "ანოეტაზე" გაიტანა, მაგრამ მაშინ გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა, რადგან არ იცოდა, საბოლოოდ ვის ჩაუთვლიდნენ გოლს - მას თუ პეპეს, რომელსაც რონალდოს მიერ დარტყმული ბურთი ზურგში
ჟოზეს ბიჭების უპირატესობა აშკარა იყო და "რეალის" მოგებაში ეჭვი მხოლოდ ერთხელ შეგვეპარა, როცა პეპემ მე-60 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. თუმცა ეს ორ წუთსაც არ გაგრძელებულა - რონალდოს ბრწყინვალე კონტრშეტევა ერნესტო გალანმა მეტისმეტი უხეშობით ჩაშალა, რისთვისაც წითელი ბარათი დაიმსახურა.
მეორე გოლის თანაავტორად მოგვევლინა რონალდო, რომელმაც გამოზომილი პასით მეკარეს შეატოვა გონსალო იგუაინი და... ამ სეზონში პირველად არგენტინელმა მეკარესთან დუელი მოიგო, შესაბამისად, ჩემპიონატში პირველი გოლიც მიითვალა. მალე იგუაინი ქარიმ ბენზემამ შეცვალა და "თავისი" გოლი ფრანგმაც გაიტანა - თანამემამულე ლასანა დიარას პასის შემდეგ მოხდენილად ჩამოიცილა ორი მცველი და კამენის ახლო დაბალ კუთხეში დაურტყა - 3:0.
"სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკმა" 3:0 მოუგო "მალიორკას", თან ისე, რომ ერთხელაც არ გამოუჩენია თავი ფერნანდო ლორენტეს. ამ სეზონში ეს ბასკთა პირველი გამარჯვებაა მშობლიურ სტადიონზე. მოიგეს ნავარელებმაც. "ოსასუნამ" "სოსიედადი" 3:1 დაამარცხა, არადა, ჯერ ბასკები დაწინაურდნენ რაულ ტამუდოს მორიგი გოლით...
ბილბაო-მალიორკა 3:0
გოლები: 1:0 დ. ლოპესი (44), 2:0 სან ხოსე (62-პენ), 3:0 პერესი (92)
ოსასუნა-სოსიედადი 3:1
გოლები: 0:1 ტამუდო (16), 1:1 პანდიანი (37), 2:1 კამუნიასი (42), 3:1 არანდა (74)
რეალი-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (28-პენ), 2:0 იგუაინი (79), 3:0 ბენზემა (87)
გაძევება: პეპე (60), გალანი (62), ფორლინი (80)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 6-1 10
2. ვალენსია 3 3 0 0 6-2 9
3. სევილია 3 2 1 0 6-2 7
4. ბილბაო 4 2 1 1 7-4 7
5. ვილიარეალი 3 2 0 1 6-2 6
6. ბარსელონა 3 2 0 1 5-3 6
7. ატლეტიკო 3 2 0 1 7-3 6
8. ესპანიოლი 4 2 0 2 4-8 6
9. სპორტინგი 3 1 1 1 4-6 4
10. ოსასუნა 4 1 1 2 3-4 4
11. მალიორკა 4 1 1 2 2-5 4
12. ხეტაფე 3 1 1 1 7-6 4
13. სოსიედადი 4 1 1 2 5-7 4
14. ერკულესი 3 1 0 2 3-3 3
15. დეპორტივო 3 0 3 0 2-2 3
16. მალაგა 3 1 0 2 7-8 3
17. რასინგი 3 1 0 2 2-4 3
18. ალმერია 3 0 2 1 2-3 2
19. სარაგოსა 3 0 1 2 3-7 1
20. ლევანტე 3 0 0 3 3-10 0