კატალონიელები მზად არიან 20 წლის დანიელი ფლეიმეიქერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ და "აიაქსს" თავდამსხმელი კრისტიან ტელიო ერთწლიანი იჯარით დაუთმონ.
ამსტერდამელები ერიქსენის დათმობას 25 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ. თუმცა "ბარსელონას" წინადადების განხილვას დათანხმდნენ.
კრისტიან ერიქსენმა გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატის 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.