მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ხარჯებს ამცირებს

AutoSharing Option
ყოველ წელს მადრიდის "რეალი", პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ხელმძღვანელობით, უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავს ფეხბურთელების შეძენაზე.

"ჩვენ გავაკეთებთ ერთ წელიწადში იმას, რასაც, ჩვეულებრივ, სამი წელი სჭირდება", - განაცხადა პერესმა, როცა ის "სამეფო კლუბის" პრეზიდენტად აირჩიეს.

მისი პრეზიდენტობის პირველივე სეზონში (2009-10) "რეალმა" სატრანსფერო ბაზარზე 267.5 მილიონი ევრო დახარჯა და ისეთი ფეხბურთელებით გაძლიერდა, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდო, ქარიმ ბენზემა და კაკა.

ხოლო ფეხბურთელების გაყიდვაზე მადრიდელებმა 92.5 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. გუნდი დატოვეს არიენ რობენმა, ვესლი სნეიდერმა, კლაას-იან ჰუნტელაარმა, ნეგრედომ და სხვებმა. "რეალის" დანახარჯმა სატრანსფერო ბაზარზე
175 მილიონი ევრო შეადგინა.

მომდევნო სეზონში კლუბმა გუნდის გაძლიერებაზე 53.7%-ით ნაკლები დახარჯა. მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დაქირავება და მესუთ იოზილის, ანხელ დი მარიას, ჰედირასა და კარვალიოს შეძენა "რეალს" 94 მილიონი ევრო დაუჯდა. რაფაელ ვან დერ ვაარტისა და სოლდადოს გაყიდვიდან კი 13 მილიონი ევრო მიიღო.

გასულ სეზონში "რეალმა" სატრანსფერო ბაზარზე 42 მილიონი ევრო დახარჯა, რაც 2010-11 წლების სეზონთან შედარებით 51.8%-ით ნაკლებია.

გამომდინარე აქედან, 2009-10 წლების სეზონში განხორციელებული უზარმაზარი ფასის მქონე ტრანსფერებისა, ფლორენტინო პერესი ყოველ წელს სატრანსფერო ხარჯებს ამცირებდა.

ამიტომ სრულიად შესაძლებელია, 2012-13 წლების სეზონში მადრიდის "რეალისგან" ხმაურიან ტრანსფერებს არ ველოდოთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული