არგენტინელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, რომელიც უკვე 2018 წლამდე მოქმედებს.
ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, რადგან დი მარია ხელფასის გაზრდას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა გასულ სეზონში "სამეფო კლუბის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით