მანოლო პრესიადოს ქუჩა

AutoSharing Option
ხიხონის მერიამ გადაწყვიტა, სტადიონ "ელ მოლინონთან" მიმავალ ერთ-ერთ ქუჩას "სპორტინგის" ყოფილი მწვრთნელის, მანოლო პრესიადოს სახელი მიანიჭოს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.

პრესიადომ თითქმის 6 სეზონი უხელმძღვანელა ხიხონის "სპორტინგს". იანვარში ის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, თუმცა ასტურიელები მაინც გავარდნენ ლა ლიგიდან.

პრესიადო 7 ივნისს მოულოდნელად გარდაიცვალა, მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ის "ვილიარეალის" მწვრთნელად დანიშნეს.

54 წლის სპეციალისტს ვალენსიის ერთ-ერთ სასტუმროში გულმა უმტყუნა. მეორე დღეს მისი პრეზენტაცია იგეგმებოდა "ვილიარეალში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული