კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ "ვილიარეალს" სეგუნდას მორიგ სეზონში 31 წლის სალამანკელი ხულიო ვილასკესი გაუძღვება.
ვილასკესი "ვილიარეალში" ზაფხულში მივიდა, როგორც "ვილიარეალი III"-ის მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ამ გუნდმა 21 ოფიციალური მატჩი გამართა, ხოლო იანვარში, როცა "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდის თავკაცი ხოსე ფრანსისკო მოლინა მთავარ გუნდში გადაიყვანეს, ვილასკესი "ვილიარეალი II"-ის მწვრთნელი გახდა.
ეს გუნდი სეგუნდაში მე-12 ადგილზე გავიდა, მაგრამ რადგან პირველი გუნდი ლა ლიგიდან გავარდა,
ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია 18 ივნისს გაიმართება და, იმედია, იქამდე ვილასკესს არაფერი დაემართება.
შეგახსენებთ, რომ 54 წლის მანოლო პრესიადო 7 ივნისს დანიშნეს მთავარ მწვრთნელად, 8-ში პრეზენტაცია იყო დაგეგმილი, მაგრამ დილით ის სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს.
ვილასკესს საოცარი ისტორია აქვს. ის არასოდეს ყოფილა ფეხბურთელი. 15 წლის ასაკში უკვე მუშაობდა "ვალიადოლიდში", სადაც ბაზის მინდვრის საფარის მდგომარეობის გაკონტროლება ევალებოდა.
19 წლისა კლუბის ჭაბუკთა ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანეს, რადგან ამ საქმეში დაინტერესება და ნიჭი აღმოაჩნდა.
2008-09 წლების სეზონში "პოლი ეხიდოს" ჭაბუკთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გაიყვანა.
შემდეგ იყო "ვალიადოლიდის" ახალგაზრდული გუნდი, "პოლი ეხიდოს" პირველი გუნდი - ყველგან ველასკესი წარმატებული იყო.
ის შეამჩნიეს ("სამეფო თასზე" "პოლი ეხიდო" 1:1-ს ეთამაშა "ვილიარეალს") და 30 წლის ასაკში "ვილიარეალის" რანგით მე-3 გუნდში მიიწვიეს. ახალგაზრდა სპეციალისტმა იანვრიდან კი სეგუნდაშიც გამოიჩინა თავი - "ვილიარეალი" უიმედო აუტსაიდერი იყო და ბოლოს ცხრილის შუაში დამკვიდრდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"