თამაში კარტოფილის ყანაში - სანტიაგო "ბერნაბეუ" ეროვნულს დამსგავსებია

AutoSharing Option

ალბათ, ყველას გახსოვთ ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". ამ რომანის სასათაურე ფრაზა ორჯერ გაგვახსენდა მოკლე დროში, ორჯერვე მწვრთნელთა დახმარებით:

7 სექტემბერი: ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზი... თემურ ქეცბაია: "შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" გიწევს თამაში".

21 სექტემბერი: "სანტიაგო ბერნაბეუ"... ჟოზე მოურინიო: "კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, რადგან ადვილი არაა ითამაშო კარტოფილის ყანაში".

ახლა, მოდით, ვიპოვნოთ ერთი განსხვავება... არ ვგულისხმობთ იმას, რომ პირველი განცხადება თქვენმა მონა-მორჩილმა საკუთარი ყურით მოისმინა, მეორე კი ინტერნეტიდან შეიტყო, არც ის, რომ "ყანაში" ქეცბაიას გუნდმა ვერ მოიგო, მოურინიოს გუნდმა

კი - ორჯერ. მთავარი განსხვავება ისაა, თუ რა მოჰყვა ამ განცხადებებს ჩვენში და იქ.

პირველ შემთხვევაში, ბევრიც არაფერი - გამოიწვია დისკუსია საზოგადეობაში, მოედნის საფარის ცუდი ხარისხი დაბრალდა მწველ ზაფხულს, ითქვა ისიც, რომ... მოედანი როცა დააგეს, მაშინვე გამოსაცვლელი ყოფილა (?!) და არაფერი - პრობლემა პრობლემად რჩება და ბუნების ძალების იმედად უნდა ვიყოთ, თუ არადა 8 ოქტომბერს მალტის ნაკრებს ისევ "ყანაში" ვეთამაშებით.

ესპანეთში კი მოურინიოს განცხადებიდან 10 საათის შემდეგ "ბერნაბეუზე" დაინახავდით მუშებს, რომლებიც ინტენსიურად იღებდნენ მინდვრის საფარს. სლოვაკეთიდან მადრიდში უკვე ჩაიტანეს ახალი საფარი, რომლის დაგებასაც 30 საათის განმავლობაში დაასრულებენ. 3 ოქტომბერს კი "რეალი" "დეპორტივოს" ახალ საფარზე უმასპინძლებს.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ის "რეალია", მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, ეს კი - საქართველო. მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ეროვნულ ღირსებას, რომელიც რაგინდარა კლუბზე მეტს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ნიშნავდეს...   

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო მაგრამ შაკირას ჩამოყვანა არავის არაფერში ჭირდება და მილიონებს ხარჯავენ! მაშინ როცაა ფედერაციას ყოფნა არ ყოფნაზე უდგას საქმე... ფული უპრაგონოდ იხარჯება არ ჯობია ფეხბურთს მოახმარონ და თაობები არ დაკარგონ?
torgva10
12:50 24-09-2010
0
არ გეგონოთ, კრის დე ბურგის უფრო დიდი ქომაგი ვიყო ვიდრე საქართველოს ნაკრების, მაგრამ აქამდე შაკირა უფრო იხარჯებოდა თბილისურ კონცერტზე ვიდრე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების 80-90%.
ისრაელთან ნაღდად იყო მინდვრის პრობლემა, მაგრამ ის რატომ გავიწყდებათ კუპერს რომ "გამოსამშვიდობებელი" მატჩი მოუწყვეს? ჩემი აზრით ქეცბა კუპერზე მცოდნე ნამდვილად არ არის. უბრალოდ ბევრად უფრო შესტკივა გული საქმისთვის და ზოგიერთი ნახირ-ნახირი ფეხბურთელისთვის ქართულად შეკურთხება შეუძლია. შაკირა და ბრიტნი სპირსი არაფერ შუაშია. ისინი თავის წონით კატეგორიაში გამოდიან და მაგათ ხარჯზე ფეხბურთის მოედნის გამოსწორების დედაც, ჯეკ! აქ უფრო ღრმად უნდა ბარის დარტყმა. ისე, რომ ზოგიერთს გულში მოხვდეს...
giorgi
09:28 24-09-2010
0

სიახლეები პოპულარული