ალბათ, ყველას გახსოვთ ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". ამ რომანის სასათაურე ფრაზა ორჯერ გაგვახსენდა მოკლე დროში, ორჯერვე მწვრთნელთა დახმარებით:
7 სექტემბერი: ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზი... თემურ ქეცბაია: "შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" გიწევს თამაში".
21 სექტემბერი: "სანტიაგო ბერნაბეუ"... ჟოზე მოურინიო: "კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, რადგან ადვილი არაა ითამაშო კარტოფილის ყანაში".
ახლა, მოდით, ვიპოვნოთ ერთი განსხვავება... არ ვგულისხმობთ იმას, რომ პირველი განცხადება თქვენმა მონა-მორჩილმა საკუთარი ყურით მოისმინა, მეორე კი ინტერნეტიდან შეიტყო, არც ის, რომ "ყანაში" ქეცბაიას გუნდმა ვერ მოიგო, მოურინიოს გუნდმა
პირველ შემთხვევაში, ბევრიც არაფერი - გამოიწვია დისკუსია საზოგადეობაში, მოედნის საფარის ცუდი ხარისხი დაბრალდა მწველ ზაფხულს, ითქვა ისიც, რომ... მოედანი როცა დააგეს, მაშინვე გამოსაცვლელი ყოფილა (?!) და არაფერი - პრობლემა პრობლემად რჩება და ბუნების ძალების იმედად უნდა ვიყოთ, თუ არადა 8 ოქტომბერს მალტის ნაკრებს ისევ "ყანაში" ვეთამაშებით.
ესპანეთში კი მოურინიოს განცხადებიდან 10 საათის შემდეგ "ბერნაბეუზე" დაინახავდით მუშებს, რომლებიც ინტენსიურად იღებდნენ მინდვრის საფარს. სლოვაკეთიდან მადრიდში უკვე ჩაიტანეს ახალი საფარი, რომლის დაგებასაც 30 საათის განმავლობაში დაასრულებენ. 3 ოქტომბერს კი "რეალი" "დეპორტივოს" ახალ საფარზე უმასპინძლებს.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ის "რეალია", მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, ეს კი - საქართველო. მათ გასაგონად ვიტყვით, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ეროვნულ ღირსებას, რომელიც რაგინდარა კლუბზე მეტს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ნიშნავდეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"