სანჩეს პისხუანზე რაღაც ხდება...

AutoSharing Option

ლუიშ ფაბიანოს სევილიას მწვრთნელი გადაეკიდა


დღეს
ხეტაფე-მალაგა 22:00
ვილიარეალი-დეპორტივო 22:00
სევილია-რასინგი 00:00


ლა ლიგის IV ტური სამ დღეს გაიწელა, დღევანდელი მატჩებიდან  "ვილიარეალისა" და "დეპორტივოს" დაპირისპირებას გამოვყოფთ. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" შეეცდება გააგრძელოს მოგებათა სერია, არადა "დეპორტივო" ჯერჯერობით ვერავინ დაამარცხა ამ სეზონში. ხუან კარლოს გარიდოს გუნდს ერთი პრობლემა აქვს, ევროთასებზე ასპარეზობის გამო გუნდს ყოველ 3-4 დღეში უწევს თამაში. თუმცა თავდასხმის იტალიურ-ბრაზილიური დუეტი (ჯუზეპე როსი და ნილმარი) ფორმაში შედის და "ვილიარეალის" შეჩერება ძნელი იქნება, განსაკუთრებით "ელ მადრიგალზე".

მართალია, "დეპორტივოს" ჯერ არ წაუგია, მაგრამ ლა ლიგის სტარტი

ვერ გამოუვიდა შთამბეჭდავი, მიგელ ანხელ ლოტინას გუნდს ჯერ არ მოუგია და არც გოლი გაუტანია თამაშიდან (ანდრეს გუარდადომ ორივე გოლი პენალტით გაიტანა). მასპინძლებს ტრავმიანობა არ აწუხებთ, ამიტომაც გარიდოს მცირე როტაციის განხორციელების შანსი მიეცემა. "დეპორტივოს" კი დააკლდებიან ტრავმირებული რიკი და ურეტა, საეჭვოა პაბლო ალვარესის და ხუან დომინგესის თამაშიც.

სავარაუდო შემადგენლობები
ვილიარეალი: დ. ლოპესი - ანხელი, მარჩენა, მუსაჩიო, კაპდევილა - კასორლა, ბრუნო, სენა, ბ. ვალერო - როსი, ნილმარი.
დეპორტივო: მანუ - მ. პაბლო, კოლოტო, ლოპო, მორელი - ტომასი, როდრიგესი - დეზმარე, მიჩელი, გუარდადო - ადრიანი.

"სევილია" სანტანდერის "რასინგს" მასპინძლობს. ანდალუსიური დერბის მოგების შემდე "ლოს ნერვიონენსესი" მორიგ სამ ქულას გეგმავს. თითქოს, ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა ანტონიო ალვარესის გუნდს, 2 მოგება და ფრე, დრესაც არცთუ ძლიერი მეტოქე... მაგრამ ყველაფერი წესრიგში მაინც არ არის "სანჩეს პისხუანზე". მწვრთნელს ფარული დაპირისპირება აქვს ბრაზილიელ ფორვარდ ლუიშ ფაბიანოსთან, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა, რომ "რასინგის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის. ალვარესი ახლაც თუ არ ათამაშებს ბრაზილიელს, რომელიც "ბრაგასთან" თამაშის შემდეგ ამოითვალწუნა, ცხადი გახდება, რომ დაპირისპირება რეალურია. არადა, ესპანურ წყაროებს თუ ვენდობით, ზუსტად ასე იქნება - ალვარესს პრესკონფერენციაზე უთქვამს: "მართალია, ლუიშ ფაბიანო მზადაა, მაგრამ იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომელთაც დღეს ივარჯიშესო".

"რასინგი" სევილიაში კლუბის ახალთახალი ავტობუსით ჩავა, რომელშიც სკანდინავიელი მარკუს როსენბერგი ალბათ არ იჯდება, ფორვარდს მუხლის ტრავმა აწუხებს.

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია: პალოპი - კონკო, ესკუდე, კასერესი, დაბო - ნავასი, ჩიგარინი, ზოკორა, პეროტი - კანუტე, ნეგრედო.
რასინგი: ტონიო - პერესი, ტორეხონი, ენრიკე, სისმა - დიოპი, კოლსა - კენედი, მუნიტისი, არანა - ნაუელპანი.

ტურის კიდევ ერთ მატჩში მიჩელის "ხეტაფე" "მალაგას" მასპინძლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული