ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (LFP) მადრიდის "ატლეტიკოს" ჩეხ მცველ ტომაშ უიფალუშის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ ჩეხმა კოჭში ჩაარტყა "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. კომისიამ ვიდეოჩანაწერი და მსაჯის ბარათი განიხილა და დაადგინა, რომ უიფალუშიმ სახიფათოდ ითამაშა მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ მას განზრახ არ დაუზიანებია მესი, ამიტომ მაქსიმალურ სასჯელს (12 მატჩი) არაფრით იმსახურებდა. უიფალუშიმ ორიდან ერთი მატჩი ("ვალენსიასთან" დაპირისპირება) უკვე გამოტოვა.
ბარსელონა აფრიკაში მიდის
გუშინ "სამეფო თასის" პირველი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ოთხ წყვილში ერთმანეთს პრიმერა დივიზიონის გუნდები დაუპირისპირდებიან. თასის
გაგაცნობთ დანარჩენ წყვილებს: ლოგრონიესი-ვალენსია, პოლი ეხიდო-ვილიარეალი, პორტუგალეტე-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ესპანიოლი, ბეტისი-სარაგოსა, ხერესი-ლევანტე, კორდობა-რასინგი, ალკორკონი-ბილბაო, ოსასუნა-დეპორტივო, რეალ სოსიედადი-ალმერია, ერკულესი-მალაგა, მალიორკა-სპორტინგი. პირველი მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება, საპასუხო - 10 ნოემბერს.