მესის დამშავებელი იოლად გადარჩა

AutoSharing Option

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (LFP) მადრიდის "ატლეტიკოს" ჩეხ მცველ ტომაშ უიფალუშის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ ჩეხმა კოჭში ჩაარტყა "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. კომისიამ ვიდეოჩანაწერი და მსაჯის ბარათი განიხილა და დაადგინა, რომ უიფალუშიმ სახიფათოდ ითამაშა მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ მას განზრახ არ დაუზიანებია მესი, ამიტომ მაქსიმალურ სასჯელს (12 მატჩი) არაფრით იმსახურებდა. უიფალუშიმ ორიდან ერთი მატჩი ("ვალენსიასთან" დაპირისპირება) უკვე გამოტოვა.


ბარსელონა აფრიკაში მიდის

გუშინ "სამეფო თასის" პირველი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ოთხ წყვილში ერთმანეთს პრიმერა დივიზიონის გუნდები დაუპირისპირდებიან. თასის

მფლობელი "სევილია" ტიტულის დაცვას სტუმრად "რეალ უნიონთან" მატჩით დაიწყებს. ჟოზე მოურინიოს "რეალი" "მურსიას" ესტუმრება, ხოლო "ბარსელონა" აფრიკაში მიდის, ხმელთაშუაზღვის ქალაქ სეუტაში, რომელიც ესპანეთის საკუთრებაა, ადგილობრივ გუნდს ეთამაშება. "სამეფო თასის" შარშანდელი ფინალისტი კანარის კუნძულებზე "ლას პალმასს" შეხვდება.

გაგაცნობთ დანარჩენ წყვილებს: ლოგრონიესი-ვალენსია, პოლი ეხიდო-ვილიარეალი, პორტუგალეტე-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ესპანიოლი, ბეტისი-სარაგოსა, ხერესი-ლევანტე, კორდობა-რასინგი, ალკორკონი-ბილბაო, ოსასუნა-დეპორტივო, რეალ სოსიედადი-ალმერია, ერკულესი-მალაგა, მალიორკა-სპორტინგი. პირველი მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება, საპასუხო - 10 ნოემბერს. 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული