დავიდ ვილიამ გამარჯვების გოლი გაუტანა იმ გუნდს, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობს - ხიხონის "სპორტინგს". სხვა მხრივ მოსაწყენი თამაში სწორედ ვილიას გოლმა გამოაცოხლა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა - "ელ გუახემ" დანი ალვეშის პასი გამოიყენა. მანუელ პრესიადო კი სიტყვის კაცი ყოფილა, მან მართლაც 8 კაცი გამოცვალა წინა ტურთან შედარებით, თუმცა "ბარსას" ასტურიელთა მეორე შემადგენლობის დამარცხებაც გაუჭირდა - მოკლედ, "ბლაუგრანა" მესით და მესის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია...
ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა. აქამდე უდანაკარგო "ვალენსიამ" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და სიმაოს გოლის შემდეგ კარგა
ამ ორი მატჩის გარდა კიდევ ორი მოსაწყენი შეხვედრა ვნახეთ - ანდალუსიაში "ალმერია" აქამდე უქულო "ლევანტესთან" 0:1 დამარცხდა, ხოლო "სარაგოსამ" ვერაფერი მოუხერხა "ერკულესს" - 0:0.
ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტური
ალმერია-ლევანტე 0:1
გოლი: 0:1 სერხიო (39)
ბარსელონა-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 ვილია (49)
სარაგოსა-ერკულესი 0:0
ვალენსია-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 სიმაო (19), 1:1 ადურისი (83)
1. რეალი 4 3 1 0 6-1 10
2. ვალენსია 4 3 1 0 7-3 10
3. ბარსელონა 4 3 0 1 6-3 9
4. ატლეტიკო 4 2 1 1 8-4 7
5. სევილია 3 2 1 0 6-2 7
6. ბილბაო 4 2 1 1 7-4 7
7. ვილიარეალი 3 2 0 1 6-2 6
8. ესპანიოლი 4 2 0 2 4-8 6
9. ოსასუნა 4 1 1 2 3-4 4
10. სპორტინგი 4 1 1 2 4-6 4
11. მალიორკა 4 1 1 2 2-5 4
12. ხეტაფე 3 1 1 1 7-6 4
13. რეალ სოსიედადი 4 1 1 2 5-7 4
14. ერკულესი 4 1 1 2 3-3 4
15. დეპორტივო 3 0 3 0 2-2 3
16. მალაგა 3 1 0 2 7-8 3
17. რასინგი 3 1 0 2 2-4 3
18. ლევანტე 3 1 0 3 4-10 3
19. ალმერია 4 0 2 2 2-4 2
20. სარაგოსა 3 0 2 2 3-7 2