როსელმა კრიშტიანო რონალდო და ჟოზე მოურინიო ცუდ კონტექსტში მოიხსენია. პრეზიდენტი ბარსელონაში ინსტიტუტო დე ქიმიკა დე სარიაში იმყოფებოდა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
სწორედ იქ განაცხადა მან, რომ კრიშტიანო რონალდო "ბარსელონაში" მე-12 ფეხბურთელი იქნებოდა, რადგან კატალონიური გრანდის 11-ივე სასტარტო ფეხბურთელი პორტუგალიელზე უკეთესია.
აი, რა თქვა მან მოურინიოს შესახებ: "მე არასოდეს მივიღებდი მწვრთნელს, რომელსაც გამარჯვების მოპოვება ყველა ხერხით სურს. მე ეგრევე ბოდიშს მოვიხდიდი, ჩემს მწვრთნელს ვინმესთვის თვალში თითი რომ ეტაკებინა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი