წუხელ ლა ლიგის მე-4 ტური დასრულდა, "დეპორტივოს" მინიმალური სხვაობით დამარცხების შემდეგ ლიდერთა მარაქაში "ვილიარეალიც" გაერია. "ელ მადრიგალზე" პირველ ტაიმში თავი ბრაზილიელმა ფორვარდმა ნილმარმა გამოიჩინა. "ვილიარეალის" შემტევმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გაუტანა მანუს. ეს ნილმარის მე-4 გოლია 4 ტურში და ბრაზილიელი ბომბარდირთა დავაში გაიჭრა წინ.
ამის შემდეგ ნილმარს კიდევ ერთხელ (ახლა უფრო) მართებდა გოლის გატანა, მაგრამ საგოლე მომენტი ქარს გაატანა - "დეპორტივო" კვლავაც მოგების გარეშე რჩება.
"სევილიამ" შინ ვერ შეძლო "რასინგის" დამარცხება. ანტონიო ალვარესის გუნდს, რომ გაემარჯვა ბურთების უკეთესი შეფარდებით "რეალს" ასწრებ
ხეტაფე-მალაგა 0:2
გოლები: 0:1 რონდონი (54), 0:2 აპონიო (62-პენ)
გაძევება: რაფა (61), გამესი (66)
ვილიარეალი-დეპორტივო 1:0
გოლი: 1:0 ნილმარი (33)
სევილია-რასინგი 1:1
გოლები: 1:0 ნეგრედო (13-პენ), 1:1 პინილიოსი (54)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 6-1 10
2. ვალენსია 4 3 1 0 7-3 10
3. ვილიარეალი 4 3 0 1 7-2 9
4. ბარსელონა 4 3 0 1 6-3 9
5. სევილია 4 2 2 0 7-3 8
6. ატლეტიკო 4 2 1 1 8-4 7
7. ბილბაო 4 2 1 1 7-4 7
8. მალაგა 4 2 0 2 9-8 6
9. ესპანიოლი 4 2 0 2 4-8 6
10. სპორტინგი 4 1 1 2 4-7 4
11. ოსასუნა 4 1 1 2 3-4 4
12. მალიორკა 4 1 1 2 2-5 4
13. ხეტაფე 4 1 1 2 7-8 4
14. ერკულესი 4 1 1 2 3-3 4
15. სოსიედადი 4 1 1 2 5-7 4
16. რასინგი 4 1 1 2 3-5 4
17. დეპორტივო 4 0 3 1 2-3 3
18. ლევანტე 4 1 0 3 4-10 3
19. ალმერია 4 0 2 2 2-4 2
20. სარაგოსა 4 0 2 2 3-7 2
მომდევნო ტური
25 სექტემბერი: სპორტინგი-ვალენსია, ლევანტე-რეალი, ბილბაო-ბარსელონა.
26 სექტემბერი: ესპანიოლი-ოსასუნა, დეპორტივო-ალმერია, მალიორკა-რეალ სოსიედადი, რასინგი-ხეტაფე, ერკულესი-სევილია, ატლეტიკო-სარაგოსა.
27 სექტემბერი: მალაგა-ვილიარეალი.