შეგახსენებთ, რომ უკვე არაერთხელ ითქვა, პორტუგალიელი სპეციალისტი ახალ სეზონში ბრაზილიელს აღარ დაეყრდნობა. კაკას შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება მათთვის ძალიან მაღალია: ის 25 მილიონ ევროს შეადგენს.
"რეალი" ახალი სეზონისთვის მზადებას 15 ივლისს იწყებს და ამ დღეს კაკა მოურინიოსთან დალაპარაკებას ეცდება. ის აპირებს, მწვრთნელს მისი სხვა კლუბში გადასვლის გამარტივება სთხოვოს.
ფეხბურთელი ხელფასის 40 პროცენტით შემცირებაზეც კი თანახმაა, თუ მისი "მილანში" გადასვლა შედგება.
ასევე იხილეთ:
მადრიდის
კაკას მამა მილანშია