მარსელო ბიელსამ ბილბაოს "ატლეტიკიდან" წასვლა გადაიფიქრა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ გუნდიდან წასვლა გადაიფიქრა, მაგრამ განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან ძველებური ვეღარ ექნება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ შვებულებიდან დაბრუნებულ მწვრთნელს ბაზაზე ისევ რემონტი დახვდა და "ელ ლოკოც" საკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებელს ეჩხუბა.

ამის გამო ის კლუბმა ოფიციალურად გაკიცხა, რაც ფიცხმა არგენტინელმა შეურაცხყოფად მიიყო და "ბილბაოს" დატოვების შესახება გააკეთა განცხადება.

ამის შემდეგ 2 დღე გავიდა და ემოციებიც დაცხრა. ბიელსამ წასვლა კი გადაიფიქრა, მაგრამ საბოლოოდ დაეძაბა ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული