გუტიმ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
35 წლის გუტის მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე წინადადება ჰქონდა, თუმცა მისით დაინტერესებულმა ვერცერთმა კლუბმა მოლაპარაკება ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ კარიერის დასრულება მისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა.

გუტიმ ბოლო ოფიციალური მატჩი 15 ნოემბერს "ბეშიქთაშის" მაისურით ჩაატარა. მისი გუნდი თურქეთის თასის მფლობელი გახდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელს კლუბში, პრაქტიკულად, არ უთამაშია და მოედანზე სულ 220 წუთი დაჰყო. ამ მიზეზის გამო სეზონის შუაგულში ნახევარმცველი "ბეშიქთაშს" გამოეთხოვა.

28 ივნისს გუტიმ განაცხადა, რომ კიდევ ორიოდე სეზონი სურდა თამაში, მაგრამ მისთვის მოლაპარაკებების წარმოება იოლი არ ყოფილა.
ბოლო შესაძლო ვარიანტი ლონდონის "ვესტ ჰემი" იყო, მაგრამ იქაც მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს. როდესაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, გუტიმ გადაწყვიტა, ფეხბურთში ბედი აღარ ეცადა.

"მე მწვრთნელი ვიქნები და ვალდებებასი ("რეალის" ბაზა) ჩემთვის იდეალური სამუშაო ადგილი იქნება", - თქვა ფეხბურთელმა.

გუტიმ თავის კარიერაში 582 მატჩი ჩაატარა (540 "სამეფო კლუბში"), რომლებშიც 89 გოლი გაიტანა (77 "რეალში"). მან მადრიდში 15 სეზონი გაატარა, "ბეშიქთაშში" წელიწადნახევარი. გუტის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონის 5  ტიტულია, სამი ჩემპიონთა ლიგის თასი, 4 ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული