ხუან მატა: ევრო 2012-ზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვება ოლიმპიური ნაკრებისთვის სტიმული უნდა გახდეს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ხუან მატა მიიჩნევს, რომ ევრო 2012-ზე გუნდის გამარჯვება ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებს სტიმულად უნდა გამოადგეს.

ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში სამი ფეხბურთელია იმ გუნდიდან, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა: თავად მატა, ნახევარმცველი ჩავი მარტინესი და მცველი ხორდი ალბა.

"ევროპის ჩემპიონატს ოლიმპიადასთან ცოტა აქვს საერთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი გამარჯვება ოლიმპიური ნაკრებისთვის სტიმულად უნდა იქცეს. საუბარია ესპანური ფეხბურთის ფილოსოფიის გაგრძელებაზე. ახლა ოლიმპიური ოქროს მოგებასაც შევეცდებით. თუ ამას მოვახერხებთ, ეს ზაფხული ჩვენთვის შესანიშნავი იქნება", - განაცხადა მატამ.

ასევე იხილეთ:
ესპანეთმა ოლიმპიადისთვის ფეხბურთელთა ვინაობა
გააცხადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული