"ბლაუგრანას" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 23 წლის ჰავბეკის სატრანსფერო ღირებულების დაწევას მოახერხებენ, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ესპანეთის ნაკრების მოთამაშე ბასკებმა 40 მილიონი ევრო დაუფასეს.
შესაძლოა, "ატლეტიკში" "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის რომელიმე ფეხბურთელი გადავიდეს.
გასულ სეზონში ჩავი მარტინესმა 44 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით