ჟოზე მოურინიომ გაზეთ El Pais-ის ჟურნალისტს უჩივლა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანური გაზეთის, El Pais-ის ჟურნალისტს, კარლოს ბოიეროს სასამართლოში უჩივლა.

ჟურნალისტი "სამეფო კლუბის" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითაა ცნობილი.

ბოიერომ თავის სტატიაში მოურინიოს "პორტუგალიელი ნაცისტი" უწოდა. "მოურინიო ძალიან საშიში ადამიანია, რომელსაც ნებისმიერში ცუდის აღმოჩენის უნარი აქვს", - დაწერა ბოიერომ.

პორტუგალიური პრესის ცნობებით, მოურინიოს წარმომადგენლებმა 27 ივლისს მადრიდის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული