ესპანეთის ნაკრებს დისციპლინარული სანქციები ემუქრება

AutoSharing Option
ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს ფიფასგან სანქციები ემუქრება ჰონდურასის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს მოთამაშეთა არაკორექტული ქცევის გამო.

ესპანელები 29 ივლისს ჰონდურასთან 0:1 დამარცხდნენ, თამაშებზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს და პლეი ოფში გასვლის შანსიც დაკარგეს.

მატჩის მსვლელობისას ესპანელთა შვიდმა ფეხბურთელმა, მათ შორის, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ გაფრთხილება მიიღო.
ესპანელები ვენესუელელ არბიტრს, ხუან სოტოს მისცვივდნენ, რომელმაც შეხვედრის დასასრულს ჰონდურასელთა კარში პენალტი არ დანიშნა. შესვენებაზე კი მეტოქეებს ტრიბუნების ქვემოთ წაეკინკლავნენ.

ფიფას წესები გუნდის დასჯას ითხოვს, თუ ხუთზე მეტმა მოთამაშემ გაფრთხილება მიიღო. უფრო სერიოზული
სასჯელი იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ მოთამაშეები "მატჩის ოფიციალურ პირებს ემუქრებიან".

მსაჯმა აღნიშნულ მატჩში ასევე ჰონდურასის ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული