"ესპანიოლის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გაუხანგრძლივა არგენტინელ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს. ახლა 38 წლის არგენტინელი 2012 წლის ივლისამდე ბარსელონური კლუბის თავკაცია.
"შეთანხმებას ძალიან ადვილად მივაღწიეთ, რადგან ურთიერთობის გაგრძელება ორივე მხარეს ძალიან გვსურდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ "ესპანიოლი" დიდ კლუბად ვაქციოთ. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. სპორტული თვალსაზრისითაც მე და ჩემს სტაფს ძალიან დაგვეხმარება ეს ახალი კონტრაქტი, სტაბილურობის შეგრძნება გაგვიმყარდა და შეგვიძლია, მხოლოდ საქმეზე ვიფიქროთ და არა ხვალინდელ დღეზე", - განაცხადა მაურისიო პოჩეტინიომ.
არგენტინელმა სპეციალისტმა "ესპანიოლი" 2008-09 წლების სეზონის ბოლოს ჩაიბარა, მაშინ მან ორწლიანი
მაურისიო პოჩეტინიო არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველია, რომელმაც 1994-2000 წლებში "ესპანიოლში" ითამაშა და ამ კლუბის მაისურით 216 მატჩში 11 გოლი გაიტანა. პოჩეტინიო შემდეგ ფრანგულ კლუბებში ("პარი სენ ჟერმენი" და "ბორდო") გამოდიოდა, 2004 წელს კი ბარსელონაში დაბრუნდა. ორი წლის მერე მან კარიერა აქვე დაასრულა.