ლა ლიგა. ამხანაგური თამაშები - სტარტამდე სამი კვირით ადრე

AutoSharing Option
ლა ლიგა. ამხანაგური თამაშები
28 ივლისი
ატლეტიკო-ალიანსა ლიმა 3:0
ატლეტიკო: ს. ასენხო - სილვიო, მირანდა, გოდინი (74. პულიდო), ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (46. ოლივერი), გაბი (69. ბორხა), ემრე (64. კადერი), არდა თურანი, ს. როდრიგესი (46. საული) - რ. გარსია (80. პედრო).
გოლები: 1:0 არდა თურანი (17), 2:0 ბორხა (72), 3:0 პედრო (88)

მადრიდის "ატლეტიკომ" მესამე სპარინგი გამართა. ამჯერად დიეგო სიმეონეს გუნდი "ვისენტე კალდერონზე" ლიმას "ალიანსას" შეხვდა. მატჩს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო, არგენტინელმა თავკაცმა კი შანსი "ატლეტიკოს" სარეზერვო ფეხბურთელთა ნაწილს მისცა:
ოლივერ ტორესს, საულ ნიგუესს და სხვებს. პუბლიკა ოვაციებით შეხვდა ევროპის ერთადერთ ჩემპიონს "ატლეტიკოდან" ხუანფრან ტორესს (რომელსაც ამხანაგურ მატჩში არ უთამაშია).

მეტოქე იმდენად სუსტი იყო, რომ სიმეონეს ბიჭებს არ გასჭირვებიათ მისი განადგურება. გოლები მიყოლებით არდამ, ბორხამ და პედრომ გაიტანეს. თავიდან პერუელებმა კი იყოჩაღეს, მაგრამ მერე და მერე არდა თურანი ნახევარდაცვის ხაზის ბატონ-პატრონი გახდა და ყველაფერიც დალაგდა.

არგენტინელმა მწვრთნელმა ერთ ექსპერიმენტსაც მიმართა - რაულ გარსია ცენტრფორვარდად ათამაშა. რაც შეეხება ოლივერ ტორესს, 17 წლის ჭაბუკმა ამ შეხვედრაშიც აჩვენა დიდი პოტენციალი. ეჭვგარეშეა, რომ მალე მას ძირითად გუნდში ვიხილავთ.

რაჯა კასაბლანკა-ბარსელონა 0:8
ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, ბარტრა, მასკერანო, ადრიანო - ჯონათან დოს სანტოსი, სერხი რობერტო, რაფინია - სანჩესი, მესი, აფელაი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლედესი, კიკო ფემენია, ესპინოსა, პლანიასი, დეულოფეუ, პატრიკ გაბარონი, ბალიუ, ს. გომესი და ლომბანი.
გოლები: 0:1 სანჩესი (13), 0:2 მესი (34), 0:3 მესი (38), 0:4 მესი (40), 0:5 სანჩესი (45), 0:6 დანი ალვეში (57-პენ), 0:7 ს. გომესი (88), 0:8 დეულოფეუ (90)

ტანჟერში (23 ათასი მაყურებელი) ლიონელ მესი გამოჩნდა და "ლა პულგამ" თავი ჰეთთრიკით გამოიჩინა, მაგრამ არგენტინელი ერთადერთი არ იყო, ვინც იყოჩაღა - ჩილელმა ალექსის სანჩესმაც არ დააკლო მეტოქეს და ორი გოლი გაიტანა. ბოლოს კი ახალგაზრდებმა, სერხიო გომესმა და ჟერარდ დეულოფეუმ გაიტანეს.

მესი პირველივე თამაშში შესანიშნავი იყო (მეტოქის სისუსტის გათვალისწინებითაც). გოლებიც გაიტანა და კარგადაც უგებდა პარტნიორებს შეტევაში - სანჩესსა და იბრაჰიმ აფელაის.

აალენი-ბეტისი 2:2
ბეტისი: კასტო - ნელსონი, ამაია, დორადო, ა. მარტინესი - რ. პერესი, ბენიატი, სერხიო, პოსუელო, ხუან კარლოსი - რ. კასტრო.
შეცვლაზე შევიდნენ: ჩიკა, ნონო, სევილია, ვადილიო, ხ. პერეირა, მოლინა და სუპერი.
გოლები: 1:0 დაუში (29), 2:0 კისტერი (59), 2:1 ხუან კარლოსი (63), 2:2 მოლინა (78-პენ)

"შოლც არენაზე" 1,5 ათასი მაყურებელი მივიდა. მოულოდნელად, გერმანული კლუბი სჯობდა თამაშით ლა ლიგის წარმომადგენელს. ესპანელთაგან პოსუელოსა და სერხიოს გამოვყოფთ, დაცვის ხაზმა კი ცუდად ითამაშა.

ეშტორილი-სელტა 2:2
გოლები: 1:0 ლეალი (23), 2:0 ჯეფერსონი (31), 2:1 ტომასი (35-პენ), 2:2 ასპასი (84)

"სელტამ" ეშტორილის თასი მოიგო. მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში მათმა ახალმა გოლკიპერმა ხავი ვარასმა იყოჩაღა, ორი პენალტი მოიგერია, გალისიელებმა კი 4:2 იმარჯვეს. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში (ოღონდ, ძირითად დროში) სელტელმა ხოან ტომასმა პანენკას სტილში დაარტყა პენალტი და გაიტანა.

ვაალვეიკი-ხეტაფე 1:0
ხეტაფე: მოია - ვალერა, ალექსისი, ლოპო, მანე - ლასენი, მიჩელი - უგო, ლაფიტა, დ. კასტრო - მიკუ.
გოლი: 1:0 შევალიე (83)

"ხეტაფემ" მეოთხე სპარინგი ჰოლანდიაში ითამაშა და 2 ათასი მასპინძლის წინაშე დამარცხდა - 0:1. მადრიდელები წინასასეზონო პერიოდში ძალიან არასტაბილურად თამაშობენ.

ხაენი-გრანადა 0:0
გრანადა: რობერტო - დ. კორტესი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, ხუანმა ორტისი - ანგულო, ირინეი, ბერნალი, კრუსი - ელ-არაბი, კუერო.
შეცვლაზე შევიდნენ: ხორხე, ნიომი, პამარო, ლუსენა, მოისესი, მ. რიკო, ტორხე, ბენიტესი, ორელიანა, მაჩისი და ფანშონი.

სტადიონს, სადაც მატჩი გაიმართა, კი ჰქვია "ლა ვიქტორია", მაგრამ მოსაწყენ მატჩში ლა ლიგის წარმომადგენელმა გამარჯვება ვერ შეძლო, რითაც მესამე რანგის გუნდის 1,5 ათასი ფანი გაახარა.

უესკა-ლევანტე 0:0
ევროპალიგის მომავალმა მონაწილემ ვერაფერი მოუხერხა "უესკას". არადა, უამრავი შანსი შექმნა.

ტურიელი-ლევანტე 1:1
იმავე დღეს "ლევანტე" "ტურიელსაც" დაუზავდა. შემადგენლობა, ბუნებრივია, განსხვავებული იყო. ვალენსიელთაგან თავი არუნა კონემ გამოიჩინა.

ალკმაარი-მალიორკა 1:2
მალიორკა: მინიო - ა. ლოპესი (კევინი), ნუნიეში, ბიგასი, ჩიმო (აგუსი) - მ. პერეირა (ალფარო), პინა, მარტი (ჟოაო ვიქტორი), ნსუე, ტომერი - ვიქტორი (აბდონი).
გოლები: 0:1 ვიქტორი (6), 0:2 პინა (26), 1:2 ბოიმანსი (70)

"მალიორკაში" აღარ ითამაშა ივან რამისმა, რომელიც ინგლისში გადაბარგდა. კუნძულელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის ყოფილ გოლკიპერ რუბენ მინიოს.

ვენლო-ოსასუნა 1:1
ოსასუნა: ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, ფლანიო, ნანო - პუნიალი, ტიმორი - სეხუდო, რ. ტორესი, ლამა - ნინო.
შეცვლაზე შევიდნენ: მასუდი, ლოე, ოიერი.
გოლები: 1:0 ნვოფორი (16), 1:1 ნინო (30)

"ოსასუნამ" ჰოლანდიური ტურნე ფრეთი დაიწყო, 4 ათასი მაყურებლის წინაშე "ვენლოს" დაუზავდა - 1:1.

ესპანელთაგან გოლი ნინოს ანგარიშზეა. სხვათა შორის - უკვე მე-4 წინასასეზონო მატჩებში. ტრავმა მიიღო კოტდივუარელმა ლამამ. მან მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ბორდო-რეალ სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 გუფრანი (89)

ეს მატჩი ბასკეთში გაიმართა. ფრანგებმა ბოლოსწინა წუთზე გაიმარჯვეს. მეკარე რაულ ბრავოსა და მექსიკელ კარლოს ველას არ უთამაშიათ.

ნეიმეგენი-რაიო ვალეკანო 1:2
რაიო ვალეკანო: რუბენი - ტიტო, გალვესი, ალკანისი, რაფა გარსია - ფუეგო, ტრაშორასი - ლ. ბანგურა, ხული - დელიბაშიჩი, ლეო.
შეცვლაზე შევიდნენ: ადრიანი, დიამანკა, პიტი, ხოსე კარლოსი, ნიკი ბილე, ისმაელი, კუერვა და დანი.
გოლები: 1:0 ვოორდი (29), 1:1 პიტი (75), 1:2 ვან ეიხდენი (83 ს.კ.)

ვალენსია-პორტუ 1:1
ვალენსია: დიეგო ალვეში - პერეირა, რუისი, რიკარდო კოშტა, მატიო - ფეგული, ტინო კოსტა, პარეხო, გუარდადო - ჟონასი, სოლდადო.
შეცვლაზე შევიდნენ: ვიერა, პ. ერნანდესი, ბერნატი, გაგო, ბარაგანი, ალკასერი.
გოლები: 0:1 ლუჩო გონსალესი (57), 1:1 ჟონასი (63)

"ტროფეო ნარანია" "ვალენსიამ" "პორტუს" პენალტების სერიაში მოუგო. "მესტალიაზე" 23 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. შემოსული თანხა კი კატალონიაში ხანძრებისგან დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. ჟონასი შესანიშნავ ფორმაშია. სწორედ შემტევმა ბრაზილიელმა მიიყვანა საქმე პენალტებამდე. იქ კი მეორე ბრაზილიელმა, მეკარე დიეგო ალვეშმა იყოჩაღა.

29 ივლისი
დეპორტივო-სპორტინგი 1:4
გოლები: 0:1 ბილიჩი (4), 0:2 ტრეხო (14), 1:2 საული (20), 1:3 სანგოი (69), 1:4 სანგოი (89)

ლა ლიგიდან გავარდნილმა იქ აღზევებულს 4:1 მოუგო. ეს შეხვედრა "ემა რავენ ტროფეოს" ეგიდით გაიმართა.

კარაკასი-მალაგა 2:2
გოლები: 0:1 რონდონი (14), 0:2 ველიგტონი (42), 1:2 ხიმენესი (49), 2:2 ლუკასი (59)

"მალაგა" აგრძელებს ვენესუელურ ტურნეს. კარაკასში ესპანელებმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავეს.

ზანდჰაუსენი-ბეტისი 0:4
გოლები: 0:1 რ. კასტრო (17-პენ), 0:2 რ. კასტრო (42), 0:3 რ. კასტრო (47), 0:4 რ. კასტრო (77)

31 წლის რუბენ კასტრომ პოკერი შეასრულა. ეს შეხვედრა მასპინძელთა გუნდის ბაზაზე გაიმართა, რადგან სტადიონის საფარი უვარგისი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული