საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი უახლოეს ხანში "სამეფო კლუბის" ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყებს სამწვრთნელო კარიერას. ამის შესახებ ესპანეთის ჩემპიონთა ოფიციალური საიტი იუწყება.
ზიდანმა მოთამაშის კარიერა 2006 წელს დაასრულა, ბოლო წლებში კი "რეალის" სტრუქტურაში მუშაობდა.
ამჟამად ზიდანი 40 წლისაა.