სპორტინგი ფეხზე დგება

AutoSharing Option

"სპორტინგის" თავკაცმა მანოლო პრესიადომ შვებით ამოისუნთქა - გუნდის ლაზარეთი ცარიელდება, ხიხონელთა ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა, კარმელომ და აიოსემ უკვე გუნდთან ერთად განაახლეს ვარჯიში და ტრავმები ბოლომდე მოიშუშეს. ერთიც და მეორეც შაბათს "სარაგოსასთან" დაპირისპირებისთვის მზად იქნება. განსაკუთრებით აიოსე დატანჯა ტრავმებმა, სხვადასხვა დაზიანების გამო მას ჯერ ერთხელაც არ უთამაშია ასტურიულ კლუბში.

აიოსე გარსია 24 წლის მარცხენა მცველია, ის პრიმერადან გავარდნილი "ტენერიფედან" გადავიდა "სპორტინგში" სამწლიანი ხელშეკრულებით. 27 წლის შემტევი ნახევარმცველი კარმელო გონსალესი 2008 წლიდან იცავს "სპორტინგის" ღირსებას. ორივე ფეხბურთელი წარმოშობით კანარის კუნძულებიდანაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული