მადრიდის "რეალი" "მილანს" კაკას იჯარით არ დაუთმობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ნახევარმცველ კაკას იჯარით "მილანში" არ გაუშვებს და მხოლოდ მის გაყიდვას დათანხმდება. "მილანს" 30 წლის ჰავბეკის ერთწლიანი იჯარით აყვანა სურდა, რაც ესპანურ კლუბს არ აწყობს.

ამას გარდა, იტალიელები მოთამაშისთვის მაღალი ხელფასის გადახდისთვის მზად არ არიან. უახლოეს ხანში მოლაპარაკებები გაგრძელდება და მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ კაკა "სამეფო კლუბში" "მილანიდან" 2009 წელს 68.5 მილიონ ევროდ გადავიდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა "რეალის" შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკა არ უნდა წავიდეას რეალიდან კიდევ ერტი სჰანსი უნდა მისცეს სამეფო კლუბმა
0

სიახლეები პოპულარული