შეგახსენებთ, რომ აპრილში 32 წლის ფეხბურთელს ღვიძლი გადაუნერგეს.
"ახლა აღდგენით პროცესს გავდივარ. შევძლებ თუ არა თამაშს დეკემბერში გამოჩნდება. ჩემი მიზანიც ესაა", - თქვა აბიდალმა.
2011/2012 წლის სეზონში აბიდალმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 20-ში მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.